“ტესლამ” 475,000 ავტომობილი უკან გაიწვია. ავტოკომპანია აღნიშნული ნაბიჯის მიზეზად ავტომობილების გაუმართაობას ასახელებს.
როგორც ცნობილია, გაწვეულ ელექტრომობილებს შორის არის 2017 წლიდან 2020 წლამდე წარმოებული “ტესლა მოდელ 3”. აღნიშნულ მოდელს უკანა ხედვის კამერამდე მიმავალი კაბელის პრობლემა აღმოაჩნდა. კაბელი შეიძლება დაზიანდეს სავარგულის გახსნის ან დახურვის დროს და გამოსახულება აღარ აჩვენოს.
კიდევ ერთი გაწვეული ავტომობილია 2014 წლიდან წარმოებული სედანი, s მოდელი. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ მოდელს საკეტი არასწორად აქვს დამონტაჟებული, რის გამოც შეიძლება მოულოდნებად გზაზე “კაპოტი” აიხსნას და მძღოლს მხედველობა დაუფაროს.
კომპანია ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარება სერვისცენტრში იქნება შესაძლებელი.