“ჩვენ დიდი მადლობელი ვიქნებით ყველასი, ვინც კერძო სექტორში შემოიტანს ტესტებს, რომლებიც პირველ რიგში ვალიდური იქნება, რადგანაც სამწუხაროდ მე პირადად გავეცანი 15 თუ 16 მწარმოებლის ტესტებს და მათი უმრავლესობა არ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს”, _ ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
პაატა იმნაძის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამთავრობო დონეზე.
„ეს გარანტიას გვაძლევს იმისა, რომ, როცა ქვეყანა გაძლევს ტესტებს სხვა გარანტიაა, როცა შენ ბაზარზე მოიპოვებ რაღაც ტესტს, ამას ძალიან მაღალი რანგის შესაწავლა სჭირდება იმიტომ, რომ უკვე არის მსოფლიოში გამოცდილება იმისა, რომ ბაზარზე გაჩნდეს ძალიან ბევრი უხარისხო ფეიკ-ტესტი“, _ განაცხადა პაატა იმნაძემ.