თეთრი სახლის სიახლოვეს მამაკაცი დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ რეზიდენციაში მყოფი ყველა პოლიციელის მოკვლას აპირებდა. აღნიშნულ ინფორმაციას ABC NEWS ავრცელებს.
როგორც საიდუმლო სამსახურში აცხადებენ, მათ აღნიშნული პიროვნება შესული შეტყობინების საფუძველზე დააკავეს, რომლის მიხედვითაც, ის საფრთხეს წარმოადგენდა.
მაუწყებლის ცნობით, ეჭვმიტანილს დაკავების დროს იარაღი არ ჰქონდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.