თევზის სუნი ქალაქ ფოთის მოსახლეობისთვის ყოველდღიურ პრობლემად იქცა. ჩატარდა არა ერთი აქცია, მაგრამ ამ აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო და დღესაც ქალაქ ფოთის მოსახლეობის მოუგვარებელ პრობლემად რჩება.
„ფანჯარასაც ვერ ვაღებთ, რომ ოთახი გავანიავოთ. გარეთ სარეცხიც გაფენაც შეუძლებელია“, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ქალაქ ფოთის ერთ-ერთი მცხოვრები.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჯგერენაია ამბობს, რომ ქალაქში არსებულ თევზის სუნის პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა ჯგუფი და პირველი შეხვედრა ჩატარდა.
სამუშაო ჯგუფმა შეადგინა გეგმა, რის მიხედვითაც უნდა მოგვარდეს აღნიშნული პრობლემა:
„გვაქვს გეგმა, რომლი მიხედვითაც პრობლემის მოგვარების სამუშაოებში უნდა ჩავრთოთ სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პეტიციის ავტორი და ასე შემდეგ.
სამუშაო გემის მიხედვით გათვალისწინებულია საქმეში შესაბამისი სააგენტოების ჩართვა, რის შემდეგაც დაიდება სპეციალისტების დასკვნები. ამ ეტაპზე კუთხით ვმუშაობთ„, _ გვითხრა ჯგერენაიამ.