ჩოხატაურის სამრევლო სკოლის კურსდამთავრებულმა თაკო ზაქაიძემ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური 60 ქულიდან 59 ქულა მოიპოვა. ის სწავლის გაგრძელებას ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე აპირებს, თუმცა მანამდე ერთიანი ეროვნული გამოცდების სხვა საგნების პასუხებსაც ელოდება.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე კი თაკომ საგამოცდო I ვარიანტი წერა.
ჩვენს კითხვაზე, მარტივი იყო თუ არა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება, თაკო ზაქაიძე გვპასუხობს:
_ მიუხედავად სირთულეებისა, საგამოცდო ფორმატი არ იყო რთული, შრომითა და მობილიზებით ყველაფერი შესაძლებელია!
“გურია ნიუსი” თაკო ზაქაიძეს და ყველა კურსდამთავრებულს წარმატებებს უსურვებს!