Developed By Web Features 2024 © All rights reserved
„ნაციონალური მოძრაობის“ სტრუქტურა და პარტია არის დაშლის საბოლოო ფაზაში, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მსგავს ადამიანებს მიაქვთ ნანგრევებიდან აგურები, ცალ-ცალკე პატარ-პატარა 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ახალი არაფერია, ეს არის ძველი პოლიტიკური ჯგუფი, ძველი ღირებულებებითა და იმ ძველი გამოცდილებით, რომლითაც ქვეყანას არაერთი უბედურება მოუტანეს. თქვენ თუ რაიმე ახალს ხედავთ, გვითხარით, მაგრამ მე ძალიან ბევრი ადამიანის აზრი ვიცი და მათი პირველი რეაქციაა, რომ ეს არის ძველი. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ძველი. რაც შეეხება, რატომ მოხდა ეს გაერთიანება და რატომ ყალიბდება ასეთი 1%-იანი და 2%-იანი პოლიტიკური ჯგუფები, ეს ხდება იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სტრუქტურა და პარტია არის დაშლის საბოლოო ფაზაში, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მსგავს ადამიანებს მიაქვთ ნანგრევებიდან აგურები და ცალ-ცალკე პატარ-პატარა 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ. როგორც ითქვა, და მეც ვადასტურებ, ასეთი მცირე ჯგუფების შექმნა ოპოზიციაში ჩვენ დაგვეხმარება, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიმდინარე წლის არჩევნებში“, – განაცხადა თალაკვაძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved