ტაბულას რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების ეხმიანება და წერს, რომ კეზერაშვილი ადამიანებით მოვაჭრეა.
როგორც ჩერგოლეიშვილი კომენტარში აღნიშნავს კეზერაშვილს აქვს ინტერესი ოპოზიციური პარტიების მიმართ.
“მკაფიოდ ვამბობ – მე არასოდეს ჩავრთულვარ და არც მომავალში ვაპირებ ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში.”
მტყუანს შე…ი ჩემდათავად. ფულის ხამი, ადამიანებით მოვაჭრე ბიდლო არ მაინტერესებხართ. ვისაც ეკუთვნოდა, იმან გაიგო და იცის რომ მართალი ვარ,’’ – წერს ჩერგოლეიშვილი.
მანამდე დავით კეზერაშვილმა გააკეთა განცხადება:
“რა თქმა უნდა, ვაგრძელებ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას – მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, რომელსაც ხელისუფლება ეწევა ტელეკომპანია “ფორმულასა” და ზოგადად კრიტიკული ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ, უკან არ დავიხევთ.
ტელეკომპანია ფორმულა თავისი არაჩვეულებრივი გუნდით, სრული სარედაქციო დამოუკიდებლობის პირობებში, უპირობოდ იქნება საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის წინა ხაზზე”, – აცხადებს კეზერაშვილი.