თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა 19 წლის საბა ჯიქიას, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურის განცხადებით, მან გდდ-ის თანამშრომელს ფეხი დაარტყა სხეულის არეში.
საქმეში „დაზარალებული“ გდდ-ის თანამშრომელი ბექა გოტიაშვილია, რომელიც თავადაც ამბობს, რომ დაზიანება არ მიუღია.
ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
































































