მწერალი რევაზ მიშველაძე ერთ სახალისო ისტორიას ხშირად იხსენებდა:
“ლევან სანიკიძე, თამაზ წივწივაძე, ომარ გოცაძე და მე სადღაც შეხვედრაზე მივდივართ. გზაში თამაზის წერილებიდან ადგილებს ვყვებით.
– როგორ აბიაბურებს თამაზი ერთი რომანის პასაჟს, ცოლმა ქმარს აივნიდან ხუთი ვედრო ჭუჭყიანი წყალი რომ გადაასხა თავზე. ხუთი ვედრო წყლის გადმოსხმა მწერლის შეცდომაა, წერს წივწივაძე. პირველ ვედრო წყალს რომ გადმოასხამს ცოლი, არცერთი ჭკუათმყოფელი ქმარი დანარჩენ ოთხ ვედროს არ დაუცდის.
ლევანი ხომ კვდება სიცილით და გასაკვირი ისაა, რომ თვითონ წივწივაძეც გულიანად იცინის.
– აბა, ნამდვილ მწერალს ასეთი შეცდომა როგორ უნდა მოუვიდესო, –მრავლისმეტყველად დაასკვნის ლევან სანიკიძე. – შენც მყავხარ გამოჭერილი, მიუბრუნდა თამაზი. – “უქარქაშო ხმლებში” ერთ ადგილას გიწერია, გლეხის ქალი ცხრა შვილის აკვანს ერთდროულად არწევდაო.
– მერე? –ღიმილი შეაცივდა სახეზე ლევანს.
– რა მერე, შენ მაინც უნდა იცოდე, სტუდენტებში ტრიალებ. როცა დედას მეცხრე შვილი სააკვნე ჰყავს, პირველი შვილი ასპირანტის ასაკს გადაცილებულია და აკვანში რა დაატევდა”.
ავტორი