პოლიციამ სენაკში ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი, 1995 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავა.
“დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 26 იანვარს, სენაკში მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა, ცივი იარაღის მუქარით ბანკის თანამშრომელს თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს”,_აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.