ოზურგეთის საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატებს დღეს სხდომაზე შესვლა სირცხვილის დერეფნის გავლით მოუწიათ.
ოზურგეთის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საკრებულოს სხდომაზე საპროტესტო აქციაზე ნაწამები ხალხის ფოტოები მიიტანეს და პროტესტი ასე გამოხატეს, რასაც “ქართული ოცნების” წევრების გაღიზიანება მოჰყვა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
“მოვიტანეთ საპროტესტო აქციებზე ნაწამები, ნაცემი ადამიანების ფოტოები და რომ არ ენახათ ეს ფოტოები “მილიციის”, დაცვის სამსახურის მობილიზება მოახდინეს და ახლა ჩვენზე ახორციელებენ ძალადობას და ამ ყველაფერს იცით რის გამო აკეთებენ? ხელფასებს იცავენ. დღეს ხელფასები რომ გაიზარდონ და ბიუჯეტი მოირგონ საკუთარი კეთილდღეობისთვის იმისთვის არიან შეკრებილები. საერთოდ არ აინტერესებთ იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებსაც საპროტესტო აქციებზე სასტიკად გაუსწორდნენ,” – განაცხადა ოზურგერთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თათია ნიკოლაშვილმა.
ნიკოლაშვილის განცხადების ტექსტს და ფოტოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.