დღეს დილით, 5 დეკემბერს რუსეთის სარატოვის ოლქის, ქალაქ რიაზანთან მდებარე ენგელსის ავიაბაზაზე, ჯერჯერობით დაუდგენელი რომელი უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა მოხდა. ამის შესახებ ტელეგრამ–არხი Baza იუწყება.
მისი ინფორმაციით, დაშავდა 2 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანებულია ორი ტუ-95 თვითმფრინავი.
კიდევ ერთი რუსული გამოცემა ASTRA წერს, რომ დრონით შეტევა მოხდა სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის საავიაციო ბაზაზე. დაიჭრა 2 სამხედრო მოსამსახურე და დაზიანდა 2 ავიაგამანადგურებელი ტუ-95. ASTRA ყურადღებას ამახვილებს უკრაინული წყაროებით 3 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ უკრაინის დასაბომბად ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ ენგელსში მდებარე აეროდრომიდან.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები „რია ნოვოსტი“ და „ტასი“ წერენ საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით, რომ აფეთქება საავიაციო ტექნიკის სადგომზე მოხდა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, აეროდრომზე ბენზინმზიდი აფეთქდა. მათი ინფორმაციით 3 ადამიანი დაიღუპა, 5 ადამიანი კი დაშავდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი