სტიქია ისევ მძვინვარებს ლანჩხუთში და ძლიერმა ქარმა, მარტო ბოლო რამდენიმე საათში არაერთი მრავალწლოვანი ხე მოთხრა ძირიანად, რის გამოც სამაშველო სამსახურს ინტენსიურ რეჟიმში უწევს მუშაობა.
ლანჩხუთის მერია კი მოსახლეობას მოუწოდებს, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისას, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან.
,,ძლიერი ქარის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. გარდა აუცილებელი შემთხვევებისა გთხოვთ, თავის შეიკავოთ ქუჩაში გადაადგილებისაგან!”-განცხადებას ავრცელებს ლანჩხუთის მერია.
ავტორი