რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს,_ ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“თუ უკვე ქვეყანაში ხართ, გირჩევთ მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, კერძოდ, ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრებს.
დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში ორგანიზებული ტურისტებისთვის მოქმედებს ტურისტთა დახმარების ასოციაციის ტელეფონი. ტურისტებს, რომლებიც ინდივიდუალურად მოგზაურობენ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებას. შვეიცარიის საელჩო წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს საქართველოში”,_ წერია განცხადებაში.