დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე ოზურგეთელი ბიჭის, 20 წლის ლუკა კონტრიძის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
“ეს ბიჭი ლუკა კონტრიძეა.
ამ ბიჭს ლუკა ერქვა.
სამწუხაროდ ლუკას ახლა ორივე თარიღი აქვს _ 2002-2022.
ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა, სადაც ძალიან მაგარ კაცს, თავის მამას მოუყვება სამზეოში დარჩენილი სურვილების შესახებ”,_ წერს დეკანოზი.
ლუკა წლების განმავლობაში ებრძოდა მძიმე სენს.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს ლუკას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს დედას, ახლობლებს, მეგობრებს.