პოლონეთში თავის მოვლის საშუალებების ქურდობის ბრალდებით 3 ქართველი დააკავეს – ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
krakow.tvp.pl ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მაღაზიებსა და აფთიაქებს ძარცვავდნენ. ერთ-ერთ აფთიაქში დაცვის თანამშრომელმა საქართველს 34 წლის მამაკაცი დაიჭირა, რომელსაც ქურთუკის ქვეშ სხვადასხვა ნივთი, ძირითადად, სუნამოები ჰქონდა დამალული და შეუმჩნევლად ცდილობდა მაღაზიის დატოვებას. ნივთების ღირებულება, რომლის მოპარვაც სურდა, 2000 პოლონურ ზლოტს აღემატებოდა.
როგორც გამოცემა წერს, იმავე დღეს მისი კიდევ ორი თანამზრახველი, 36 და 38 წლის ქართველები დააკავეს.
რომლებმაც ბელსკო-ბიალას ერთ-ერთი აფთიაქიდან დაახლოებით 2 000 ზლოტის ღირებულების კრემები მოიპარეს.
დანაშაული 3 თვიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვადოვიცის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
საქმის სხვა დეტალები უცნობია.
ავტორი