“თავისუფალი დემოკრატები” პრემიერ ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვენ.
„თავისუფალი დემოკრატები” – ს თავმჯდომარე, თამარ კეკენაძე, 5 ივლისს , ტვ პირველის სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა.
“პირველ რიგში ვუსამძიმრებ ლექსოს ოჯახს, კოლეგებს და მთელ საზოგადოებას. ლექსოს გარდაცვალება არ არის მარტო ერთი ოჯახის ტრაგედია, სამწუხაროდ ის გახდა დაუსჯელი, გაუგონარი და ღიად წახალისებული ძალადობის მსხვერპლი. მხოლოდ კონკრეტული შემსრულებლების დასჯა არ არის საკმარისი. საქართველოს ხელისუფლებას არათუ არ შეუძლია საკუთარი მოქალაქეების დაცვა, არამედ თვითონ არის ძალადობრივი ქმედებების წამახალისებელი,შესაბამისად “თავისუფალი დემოკრატები” მოვითხოვთ გადადგეს მთავრობა პრემიერ ღარიბაშვილის მეთაურობით, დაინიშნოს ახალი არჩევნები.
ამავდრულად, დადგეს ყველა იმ სასულიერო თუ საერო პირის პასუხისმგებლობის საკითხი ვინც ღიად და საჯაროდ მოუწოდებდა მოქალაქეებს ძალადობისკენ“,_ აღნიშნა კეკენაძემ.