„თავისუფლება მზია ამაღლობელს!“- ასე დაიწყო ადვოკატმა ანა ჩაფიძემ თავის სიტყვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რასაც დარბაზში შეძახილები და ტაში მოჰყვა.
მოსამართლე ციცინო მოსიძის თქმით კი, მზია ამაღლობელი საქმესთან კავშირში არაა და დარბაზში მყოფებს სიჩუმისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა. საგულისხმოა, რომ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან 30 წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა აქციის 9 მონაწილეს, მათ შორის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელ ლადო აფხაზავას, ლანჩხუთის საკრებულოს წევრს გივი ცინცაძეს და ლანჩხუთელ აქტივისტს, ირინა ზარანდიას. სწორედ მათი და კიდევ 6 პირის საქმის განხილვა მიმდინარეობს ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

































































