თბილისში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ წყლის ჭავლის მანქანები და სპეცტექნიკაა მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.
პარალელურად ხალხი შეკრებილია რუსთაველის გამზირზე, სადაც უკვე მე-11 დღეა უწყვეტი საპროტესტო აქცია იმართება.
აღსანიშნავია, რომ ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე ტერიტორია თავისუფალია და საპოლიციო კორდონი არ დგას.
წყარო: ipn