„საზოგადოება უნდა იყოს მაქსიმალურად ოპტიმისტურად განწყობილი, ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის, ახლა ბრძოლის დროა და როგორც განვლილი 30 წლიანი პერიოდის მანძილზე, ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა დღესაც წყდება რუსთაველის გამზირზე,“ – განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ დღევანდელ აქციაზე.
„დღეს ჩვენ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე საღამოს 7 საათზე, იქნება დიდი მანიფესტაცია. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ საზოგადოება უნდა იყოს მაქსიმალურად ოპტიმისტურად განწყობილი, ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის, ახლა დროა ბრძოლის, იმის რომ არ შევეგუოთ მოპარულ არჩევნებს, რადგან ამ არჩევნების ფასი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის 76 მანდატი, ეს არის არჩევნები, სადაც წყდება ამ ქვეყნის შემდგომი მინიმუმ 20 წლიანი განვითარების გზა და მათ შორის ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს არცერთი პარტიის მოქმედებაზე არ გადის, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა, ის სურვილი, რასაც ჰქვია თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელიც დღესაც, როგორც განვლილი 30 წლიანი პერიოდის მანძილზე გადის რუსთაველის გამზირზე,“ – განაცხადა ლევან სანიკიძემ.