საჯარო სამსახურების თანამშრომლები ღიად აფიქსირებენ საქართველოს დასავლური კურსის ერთგულებას და საჯარო განცხადებებს აკეთებენ _ მათ შორისაა ქეთევან ფანჩულიძე, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მუშაობს.
“მე, ქეთევან ფანჩულიძე, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ერთგული ვრჩები ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში დეკლარირებული ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსის.
ცენტრის მიზანია, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტეგრაციის ხელშეწყობა.
მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის ყოველივე ზემოაღნიშნულს და შესაბამისად, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ გამოვხატო ჩემი პროტესტი”, _ წერს ქეთევან ფანჩულიძე სოციალურ ქსელში.