ძლიერი წვიმის შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ხევის მონაკვეთზე მიწის მასა ჩამოიშალა.
“ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა”,_ აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.