თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი საავტომობილო გზიდან გადავარდა. შემთხვევა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.