თბილისიდან ბათუმში მიმავალი სამგზავრო ავტობუსი აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის აღაიანის მონაკვეთზე დაიწვა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. კომპანია “მეტროს” ავტობუსში ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.
“მივდიოდით გზაზე და უცბად ცეცხლი წაეკიდა, სხვა არაფერი. დაკვამლიანდა და ჩამოვხტით ავტობუსიდან”, – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი “მთავარ არხთან”.