თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მილანისკენ გაფრენილი Georgian Airways-ის თვითმფრინავი უკან დაბრუნდა. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი თბილისის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 12:06 საათზე გაფრინდა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში კი საწვავის დაწვის მიზნით ათამდე წრე დაარტყა.
როგორც ავიაკომპანიის პრესსამსახურში ამბობენ, ბორტსა და სანავიგაციო ჯგუფს შორის კომუნიკაციაში მცირედი ხარვეზი იყო.