თბილისში, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერი გაიყინა.
აღნიშნული ჩანჩერი ადგილობრივებისთვის თუ ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია.
ჩანჩქერი 26 მეტრი სიმაღლისაა. მის თავზე, ჯერ კიდევ 1898 წელს, ხის ხიდი აშენდა, იგი ერთმანეთს ისტორიულ არბორეტუმსა და ხმელთაშუაზღვეთის მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთს აკავშირებს. ხის ხიდი, მრავალთაღოვანი – დეკორატიული რკინის ხიდით 1914 წელს შეიცვალა და მსუბუქი კონსტრუქციისა და ირგვლივ მდებარე ულამაზესი ლანდშაფტის გამო, ჩანჩქერთან ერთად, ბაღის სავიზიტო ბარათად იქცა.
წყარო: იმედინიუსი