თბილისის საკრებულოში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის” პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე უძღვებოდა.
ზაზა აბაშიძის თქმით, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის დაბეჭდვა სწორედ განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის დამსახურებაა.
1941 წელს აფხაზურ ენაზე დაბეჭდილი ,,ვეფხისტყაოსნის’’ ფოტოტიპური ვერსია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გამოსცა.