https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

    ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

    სავაჭრო ცენტრში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულებს ეძებენ (უცხოეთი)

    ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავარდა _ დაიღუპა 21 და დაშავდა 100 ადამიანი (უცხოეთი)

    დონალდ ტრამპი – ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

    ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

    სავაჭრო ცენტრში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულებს ეძებენ (უცხოეთი)

    ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავარდა _ დაიღუპა 21 და დაშავდა 100 ადამიანი (უცხოეთი)

    დონალდ ტრამპი – ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“თბილისში, 62 სოციალური მუშაკიდან, 26-ს აკადემიური ხარისხი არ გააჩნია”

14:05; 8.04.2022
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საქმიანობას, კანონშესაბამისს მოქმედებებსა და სოციალური მუშაობის სფეროში გამჭვირვალობის დადგენას შეეხება.  შედეგად, ორგანიზაციამ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის აღსრულებისა და მოთხოვნების შესაბამისი გადაწყვეტილებების შეფასების მიზნით, 22 შეკითხვით მიმართა, რომელიც შეეხებოდა სოციალური მუშაკის სამსახურში მიღების, დაწინაურებისა თუ პასუხისმგებლობის საკითხების დადგენას, კვალიფიკაციის ხარისხს, კონკურსების გამჭვირვალობას, თვითშეფასების პოლიტიკას, სტრატეგიული დოკუმენტების შინაარს, საჩივრების მიმღებლობის ხარისხს, სოციალური დაცვის გარანტიებსა და სააგენტოს ბიუჯეტის მიზნობრიობას. ორგანიზაციის შეფასების ინტერესი ქ. თბილისის ტერიტორიულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის შემოწმება წარმოადგენდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მონიტორინგის შედეგები შემაშფოთებელია, ვინაიდან სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საქმიანობაში კანონით დადგენილი მოთხოვნები დარღვევა ან უგულვებელყოფა იკითხება. კერძოდ, „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის თანახმად, სოციალური მუშაკი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: მას აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი. სოციალური მუშაკი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპეტენციებს: ა) სტრატეგიული კომპეტენცია, ბ) მეთოდოლოგიის გამოყენების კომპეტენცია, გ) სოციალურ-პედაგოგიური კომპეტენცია, დ) სამართლებრივი კომპეტენცია, ე) ადმინისტრაციული კომპეტენცია, ვ) პერსონალური კომპეტენცია, ზ) კომუნიკაციის კომპეტენცია, თ) პროფესიულ-ეთიკური კომპეტენცია, ი) პროფესიული განვითარების კომპეტენცია. კანონი განმარტავს, რომ განსაზღვრული კომპეტენციები გათვალისწინებული უნდა იქნეს სოციალური მუშაკის სამსახურში მიღებისას და სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატის გაცემისას.

 „ახალაგზრდა ადვოკატების“ განმარტებით, კანონი ცალსახად განსაზღრავს, რომ სოციალური მუშაკის სერტიფიკატი არის სოციალური მუშაკის თანამდებობაზე მიღების მსურველის მიერ აუცილებელი ცოდნის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ პირს არ აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. სერტიფიცირება ხორციელდება პირის მიერ საბაზისო აკადემიური ცოდნის მიღების მიზნით. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი გაიცემა პირის მიერ სერტიფიცირების წარმატებით გავლის შედეგად. სერტიფიცირების გავლის უფლება აქვს პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სოციალურ მუშაკად მუშაობს, ან პირს, რომელიც არ მუშაობს სოციალურ მუშაკად, მაგრამ აქვს სოციალური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

 „ახალგაზრდა ადვოკატების“ შესწავლის შედეგებით დგიდნება, რომ 2022 წლის მდგომარეობით, თბილისის საქალაქო ცენტრში ფაქტობრივად დასაქმებულია 62 სოციალური მუშაკი. აქედან ა) ბავშვზე ზრუნვის და დაცვის განყოფილებაში – 36, ბ) მხარდაჭერის, სასამართლო/სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილებაში – 26. სააგენტოს განმარტებით დგინდება, რომ დასაქმებულთაგან, სოციალური მუშაობის სფეროში, ბაკალავრის, მაგისტრატურის/მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი გააჩნია 36 პირს, ხოლო კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი – 26 პირს. სოციალური მუშაკების დასაქმება ხდება სააგენტოს დირექტორის მიერ კონკურსის გზით/შრომითი ხელშეკრულებით, სააგენტო კი განმარტავს, რომ ყველა დასაქმებული სოციალური მუშაკი ფლობენ შესაბამის ცოდნას და აქვთ პროფესიული უნარები ბავშვთა დაცვის მიმართულებით.

შესწავლამ აჩვენა, რომ სააგენტო სერტიფიკატის გაცემის წესთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხისმგებლობას იხსნის და სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირებისათვის აუცილებელი გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელ უწყებად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასახელებს, მაგრამ სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების დასრულებამდე, არც სააგენტოს არ შეუჩერებია სოციალურ მუშაკად იმ პირთა მიღების პროცესი, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ კომპეტენციათა ერთობლიობას, თუმცა მიიჩნევა, რომ არასათაანდო განათლების მიუხედავად, გააჩნია სოციალური მუშაობის გამოცდილება.

კერძოდ, შესაძლებელია ასეთი იყოს ძიძა, მინდობით აღზრდაში მყოფ პირზე პასუხისმგებელი პირი, პედაგოგი ან სხვა ნებისმიერი პროფესიის პირი, რომელიც აჩვენებს, რომ ფლობს საკონკურსო თემატიკას (კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს) და ზეპირი დავალების შემდეგ, გასაუბრებაზე დაარწმუნებს კომისიას, რომ შეუძლია ა) ძალადობის მსხვერპლი ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის შეფასება, მხარდაწერა, უფლებების დაცვა, ადვოკატირება, ბ) ბავშვის უსაფრთხოების რისკების შეფასება, გ) ძალადობის მსხერპლი ან სავარაუდო მსხვერპლი ბავშვის სოციალური მომსახურება, დ) მზრუნველობამოკლებული ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება/გამოკვლევა, ე) თანადგომის ქსელის გაძლიერება, ვ) კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების მხარდაჭერა, დელიქვენტური ქცევის რისკების იდენტიფიცირება, პრევენციაზე მუშაობა, ზ) მონაწილეობა იდაუწყებრივ და უწყებათაშორის საქმიანობაში , მონაწილეობა ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროფესიულ ზედამხედველობის პროცესში უფროს სოციალურ მუშაკთან/უფროსთან, საპატრულო სამსახურსა და პოლიციის/შსს განყოფილებებთან, სასამართლოსა და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობა, ჩართულობა არასრულწლოვანთა საქმეების წარმოების დროს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ უაღრესად სპეციფიკური და შესაბამისი განათლებიდან გამომდინარე ფუნქციების შესრულება, დღევანდელი მიდგომებითა და სოციალური მუშაობის სფეროში, შეიძლება შეასრულოს პირებმა, რომლებსაც არათუ საბაზისო ცოდნა არ გააჩნიათ, არამედ პროფესიით იყვნენ ქიმიკოსები, ფიზიკური აღზრდის სპეციალისტები, ე.წ. შახტაში მომუშავე პირები (ჩვენ, აბსოლუტურად ყველა პროფესიის წარმოამდგენელს ვუდასტურებთ პატივისცემას და განმარტება მოტანილია შედარების უზრუნველსაყოფად) ან საშუალო განათლების არმქონე პირები, თუმცა საკმარისია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთვის წარდგენილი იქნეს სერთიფიკატი და განვლოს კონკურსის სამი ეტაპი: განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება, რაც სრულაიდ მიუღებელი და დაუშვებელი მოცემულობაა და სოციალური მუშაობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილების გადაუდებელ საჭიროებაზე მიუთითებს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსგან მოითხოვა ინფორმაცია, არის თუ არა სოციალური მუშაკების სერთიფიკატები ან ბიოგრაფიები საჯარო და ხელმისწავდომი დოკუმენტი, როგორც მომსახურე ბენეფიციარების მხრიდან, ასევე დაინტერესებული მესამე პირებისთვის, რაზედაც სააგენტომ განმარტა, რომ ინფორმაციი საჯაროობას და ხელმისაწვდომობას პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე მითითებით, არ მოახდენდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სააგენტო მოთხოვნილ ინფორმაციას არც ინდივიდუალური საქმეების ფარგლებში არ გასცემს და ბენეფიციარების ინტერესის მიუხედავად, დადგინდეს, რამდენად შეესაბამება სოციალური მუშაკის კვალიფიკაცია დაკისრებულ მოვალეობების შესრულებას, საიდმულოდ ტოვებს ასეთი სოციალური მუშაკის სერთიფიკატებსა და ბიოგრაფიებს. რა თქმა უნდა, სააგენტოს ასეთი მიდგომა არაკონსტიტუციურია, რადგანაც ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად. სააგენტო, მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარით ხელს უწყობს საქმიანობის გაუმჭვირვალობასა და კანონის აშკარა დარღვევით, აღმავებს უნდობლობას ბენეფიციარებსა და მომსახურე უწყებას შორის, საზოგადოებასა და სახელმწიფო დაწესებულებას შორის, რაზეც ორგანიზაცია დამატებით სამართლებრივ ღონისძიებებს გაატარებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში მოშლილია სოციალური მუშაკის შეფასების სისტემა და არ არსებობს დამოუკიდებელი ზემდგომი რგოლი, რომელიც არ იქნება უფლებამოსილებით ერთმანეთთან კავშირში, რომელიც შეაფასებდა სოციალური მუშაკის მუშაობას. არსებული წესის მიხედვით დგინდება, რომ სოციალური მუშაკის შეფასებას ახდენს უფროსი სოციალური მუშაკი, რაც მათი ურთიერთდაქვემდებარებისა და პირადი კონტაქტების გათვალისწინებითაც, შედეგების კუთხით, მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა. ორგანიზაციის შეკითხვაზე, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის თანახმად, ვინ ახდენს სოციალური მუშაკის თვითშეფასების შემდგომ შეფასებას მისი ობიექტურობისა და დასაბუთებულობის თვალსაზრისით, ამასთან, რა კრიტერიუმების საფუძველზე ხდება სოციალური მუშაკის თვითშეფასების შეფასება, სააგენტო განმარტავს, რომ სოციალური მუშაკები უფროსი სოციალური მუშაკებისგან და პროფესიული ზედამხედველებისგან უზრუნველყოფილები არიან პროფესიული ზედამხედველობით (სტილი დაცულია). სააგენტოს განმარტებით, პროფესიული ზედამხედველობის სისტემა მუდმივად ვითარდება სააგენტოს ბაზაზე (სტილი დაცულია).

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში, ცხადი ხდება, რომ სოციალური მუშაკის შეფასების სისტემა მოშლილია და არ ეფუძნება არავითარ მყარად დადგენილ კრიტერიუმებს. „სოციალური მუშაობის ეთიკის კოდექსი“ ან „სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტები“ არ წარმოადგენს სოციალური მუშაკის შეფასებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტებს და მათი დანიშნულება, სოცილაური მუშაობის სფეროში, მხოლოდ სოციალურ მუშაკის საქმიანობის მიმართულებებს განსაზღრავს. შესაბამისად, არ მუშაობს დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმი, როდესაც სახეზეა სოციალური მუშაკის გადაცდომები. შესაბამისად, სააგენტოს არ გააჩნია და ვერ გასცემს ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას – სოციალური მუშაკების საქმიანობის წლიური შეფასების დოკუმენტს, რომლის მომზადებაც, ადმინისტრაციულ ორგანოს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 60-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება ავალდებულებს.

დგინდება, რომ 2020 წელს რეგისტრირებული 15 საჩივრიდან, დაკმაყოფილდა – 3, არ დაკმაყოფილდა – 12, 2021 წელს რეგისტრირებული 11 საჩივრიდან დაკმაყოფილდა – 3, არ დაკმაყოფილდა – 8, 2022 წლის იანვრის თვის მდგომარეობით, რეგისტრირებული იქნა 2 საჩივარი, რომელზედაც მიმდინარეობდა წარმოება. 2020 წლიდან დღემდე, დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა მხოლოდ 6 სოციალურ მუშაკს, ხოლო 5-ზე მზადდებოდა შესაბამისი ბრძანება. სააგენტოს არასრული მონაცემით, 2020-2022 წლებში, დაფიქსირებული იქნა სოციალური მუშაკის 4 თვითაცილება, მაგრამ ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სააგენტო არ ახდენს საერთო სასამართლოებში სოციალური მუშაკების აცილებისა და თვითაცილების სტატისტიკის შექმნას. ამასთან, სააგენტო მფარველობს და ხელს აფარებს კანონდამრღვევ ადმინისტარციულ მოხელეებს, რომლებიც საქმიანობენ სხვადასხვა განყოფილებებსა ან/და საქმებული არიან ამავე განყოფილების სხვადასხვა პოზიციებზე. სწორედ დასახელებული პირები არიან ყოველ ინდივიდუალურ საქმეზე სოციალურ მუშაკებთან ერთად პასუხისმგებელი პირები, იმ პირობებში კი, როდესაც არ მუშაობს საჩივრების ინსტიტუტი, შეფასების სისტემა და სახეზეა უკანონობის მიმართ ინსტიტუციური შემგუებლობა, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორუფციული გარიგებებისა და ნეპოტიზმის წინაშე აყენებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რაც კოლოსარულ თანხებს შეადგენს. თუ 2019 წელს სააგენტოს ბიუჯეტი იყო 7,600,000 ლარი, 2020 წელს შეადგენდა 42,649,385 ლარს, 2021 წელს – 54,527,000 ლარს, 2022 წლის ბიუჯეტი კი შეადგენს – 69,830,000 ლარს. ასეთი დაფინანსების პირობებში, კეთილსინდისიერი, კვალიფიციური და ჭეშმარიტად ბავშვის ინტერესებზე მორგებული სოციალური მუშაკის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 1540 ლარია. რამდენად გამჭვირვალედ იხარჯება სააგენტოს ბიუჯეტი, მათ შორის გამოცხადებულ ტენდერებსა და სხვადასხვა მომსახურებებში, რამდენად მიმართულია თანხები სოციალური მუშაობის სფეროში ჩართული პირების კვალიფიკაციისა და გადამზადების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და ინოვაციური მიდგომები დანერგვისთვის, ორგანიზაციას სხვა შესწავლის საგნად მიაჩნია.

ფაქტია, ამ მიმართულებით, ინსტიტუციური ცვლილებებისა და რეფორმისტული ხედვების არარსებობა აზიანებს ქვეყანაში სოციალური სფეროს ნორმალურ ფუნქციონირებას. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდიც კი ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე, სადაც ხელმძღვანელ პირებზე სავალდებულო ინფორმაცია, ბოლოს, 2018 წელს იქნა განახლებული. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ამჟამად მერი მაღლაფერიძე ხელმძღვანელობს, რომელიც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ყოფილი წევრისა და ყოფილი პოლიტიკოსის შვილია.

გაზიარება7Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

პოლიციამ ერთი პირი დააკავა

12:42; 19 იანვარი, 2026
სამართალი

გიორგი ვაშაძე ციხეს 23 იანვარს დატოვებს

11:39; 19 იანვარი, 2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:12; 18 იანვარი, 2026
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს

11:31; 18 იანვარი, 2026
სამართალი

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავა

11:25; 18 იანვარი, 2026

ქვისცვენის საშიშროება კალა-უშგულის მონაკვეთზე

განცხადება შოკოლადის პროდუქტებში სალმონელას სავარაუდო არსებობის შესახებ

ყველა სიახლე

საზოგადოება

რამდენი მსჯავრდებული შეიწყალა ყაველაშვილმა

22:38; 19.01.2026
პოლიტიკა

თენგო კირთაძე: ოპოზიციაში პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის პროცესი მიმდინარეობს

22:16; 19.01.2026
მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

21:54; 19.01.2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19.01.2026
მსოფლიო

რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

20:56; 19.01.2026
მსოფლიო

ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

20:49; 19.01.2026
პოლიტიკა

შეწყალების აქტი ჯერ არ გამოქვეყნებულა

20:02; 19.01.2026
პოლიტიკა

დოჟდის ჟურნალისტს ასამართლებენ სიტყვებისთვის: “საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული”

19:35; 19.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 14 იანვრიდან ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო

18:52; 19.01.2026
საზოგადოება

ხე მოტყდა და გაჩერებას დაეცა

16:58; 19.01.2026
საზოგადოება

კახა კალაძე: სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწვეტ რეჟიმში გრძელდება

16:38; 19.01.2026
საზოგადოება

ხე წაიქცა და ავტომობილს დაეცა

16:27; 19.01.2026
საზოგადოება

მეუფე იაკობი: მთავრობამ და ეკლესიამ დავუძახოთ და დაველაპარაკოთ – მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ

15:50; 19.01.2026
პოლიტიკა

გლდანის ციხესთან სინდისის პატიმრების შეწყალებას ელოდებიან

15:22; 19.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

14:56; 19.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო