ამ საღამოს თბილისში აქციის მონაწილეები საშობაო მსვლელობას მოაწყობენ.
როგორც ცნობილია, საშობაო მსვლელობის მონაწილეები ქალაქის 5 წერტილში 20:00-დან შეიკრიბებიან.
ავლაბარი: სამების საკათედრო ტაძარი.
ჩუღურეთი: წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია.
საბურთალო: წმ. კვირიკეს და ივლიტას სამრევლო.
ვაკე: ვაკის სამების ტაძარი.
ძველი თბილისი: მეტეხის ღვისმშობლის შობის ტაძარი.
“20:30-ზე ყველა ჯგუფი ერთდროულად დავიწყებთ მსვლელობას ქაშუეთის მიმართულებით. შობის ღამეს, სწორედ აქ შევხვდებით, ერთმანეთის მხარდამხარ, ანთებული სანთლებითა და ალილოს სიმღერით.
სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს!”_ აცხადებენ საშობაო მსვლელობის ინიციატორები.