პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა- დაკავებულია 1 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ნ.თ. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 დეკემბერს ნ.თ.- ს შელაპარაკება მოუვიდა არასრულწლოვანთან – 2006 წელს დაბადებულ ლ.ს.- სთან, რა დროსაც მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ლ.ს. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
სამართალდამცველებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ნ.თ. თბილისში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლის მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს”,_ ნათქვამია განცხადებაში.