თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკ ედვარდსის ავსტრალიაში გადასვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
შანაე ბრუკ ედვარდსი თბილისში, 31 ივლისს მოკლული იპოვეს. შსს-მ ავსტრალიის მოქალაქის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.