თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა. ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ახალგაზრდა ცოლ-ქმარია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.