თბილისში, დიდ დიღომში მამაკაცი დაჭრეს,_ ინფორმაციას ipn ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი პირი დაიჭრა. მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.
საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.