თბილისში, შანხაის ქუჩაზე გამოსახლება მიმდინარეობს – არსებული ინფორმაციით, ბინაში მყოფი პირი ასაფეთქებლით იმუქრებოდა.
ამ წუთებში მაღალაშვილის ქუჩის 8 ნომერში პოლიცია, სასწრაფო და სახანძროა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, კორპუსის მეშვიდე სართულის ბინაში მცხოვრები პირი ასაფეთქებელი საშუალების გამოყენებით იმუქრებოდა, თუ ბინაში სამართალდამცველები შევიდოდნენ.
ამ წუთებში ადგილზე აღსრულების ბიუროს თანამშრომლები იმყოფებიან და ბინაში მყოფ პირთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ბინაში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა.
“მთავარიტვ”