ფილარმონიიდან საფეხბურთო კლუბების – “რეალისა” და “ბარსელონას” ფანების ერთობლივი მსვლელობა იმართება. აქციის მონაწილეებს ნაწილობრივ გადაკეტილი აქვთ გზა და მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან.
ისმის შეძახილები: “საქართველოს გაუმარჯოს”.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “თუ რეალი და ბარსა ერთიანდებიან, საქართველოც გაერთიანდება”.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, ისინი ითხოვენ ქვეყნის უკეთეს მომავალს, “რომელსაც “ქართული ოცნება” ასე თვალწინ და უტიფრად ართმევს”.
წყარო : ipn