სახელოვნებო და აიტი სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო მსვლელობა იმართება თბილისში. მონაწილეები, ამ წუთებში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან იმყოფებიან.
რუსთაველიდან მელიქიშვილის გავლით, ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, შემდეგ კი მერიასთან მივიდნენ. ითხოვენ აქციის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას.
დემონსტრანტებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები უჭირავთ, მსვლელობისას ვხედავთ სხვადასხვა შინაარსის ბანერებსაც.
„გვინდა ევროპული კურსი. ჩვენი სფერო ისეთია, რომ რაც საუკეთესო მოხდება – ფიქსირდება ევროპაში და ჩვენც მათგან ვიღებთ და ვსწავლობთ. გვინდა, რომ ეს კურსი იყოს ჩვენი ქვეყნის, უდანაშაულოდ დაჭერილი ხალხი იყვნენ გათავისუფლებულნი და ევროპისკენ წავიდეთ“, – აცხადებს IT სპეციალისტი მიხეილ ბერიშვილი.