თბილისში, სამუშაო ადგილზე მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა შანდორ პეტეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე მოხდა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, მამაკაცს, გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზიც გახდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებოდნენ.