თბილისში, ისნის რაიონში, ავლაბარში, შენობის ნაწილი ჩამოინგრა. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაშავებული ადამიანი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
ინგოროყვას კლინიკაში შეიყვანეს 30 წლამდე კაცი, რომელსაც ცხვირი, ლავიწის ძვალი და ხერხემლის მალები აქვს მოტეხილი. როგორც ექიმი განმარტავს, ოპერაციის ჩატარება არ არის საჭირო.
თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საცხოვრებელი სახლი ავარიული იყო, 14 ოჯახი კი გამგეობის ხარჯით ქირით ცხოვრობს.
თბილისის მერიაში დამატებით განმარტავენ, რომ ეზო, რომელშიც შენობა ჩამოინგრა, შემოსაზღვრული იყო ღობით და უცნობია, როგორ მოხვდა იქ ადამიანი, რომელიც ნანგრევებში მოყვა.
წყარო: რადიოთავისუფლება