თბილისში, “თელასის” ქვესადგური დაიტბორა,_ ამის შესახებ ინფორმაციას თავად ენერგოკომპანია თელასი ავრცელებს. გამომწვევ მიზეზად კი წყალმომარაგების მილის დაზიანება სახელდება.
“დღეს 11 საათისთვის წყალმომარაგების მილის დაზიანების გამო დაიტბორა თელასის დიღმის რაიონში დისევის ქუჩაზე მდებარე ქვესადგური, საიდანაც ელექტროენერგია მიეწოდება ბელიაშვილის, ლუბლიანისა და ბოხუას ქუჩებს, როგორც მოსახლეობას , ასევე აქ განთავსებულ საავადმყოფოებსა და სხვა ობიექტებს. ამაჟამად კომპანია ჯივიპის მიერ მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები, რომლის დამთავრებისთანავე თელასი ოპერატიულად აღადგენს ელექტროენერგიის მიწოდებას ყველა მომხმარებლისთვის”,_ აღნიშნულია განცხადებაში.