დავით ფაჩულიამ “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის განცხადებით, თბილსერვის ჯგუფს გიორგი პაპავა უხელმძღვანელებს.
„გვაქვს გარკვეული საკადრო ცვლილება. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობა დატოვა დავით ფაჩულიამ. მინდა, მას მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო სამომავლო საქმიანობაში. მან ძალიან ბევრი სასიკეთო ცვლილება განახორციელა. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე კი მინდა, წარმოგიდგინოთ გიორგი პაპავა, რომელიც წლებია მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე. გიორგი პაპავა პროფესიით იურისტი, სამართალმცოდნეა. იგი ბოლო ორი წლის განმავლობაში, თბილისის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა, მანამდე იკავებდა შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას. უფრო ადრე მუშაობდა ენერგეტიკის სფეროში, იუსტიციის სამინისტროში და ა.შ., სადაც იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს. ის არის კარგი იურისტი, კარგი მენეჯერი. ვფიქრობთ, ახალ პოზიციაზე ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს და მისი საქმიანობა იქნება წარმატებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, „თბილსერვის ჯგუფის“ გამართული მუშაობა ქალაქისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.