რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრის ფონზე, ისრაელის საელჩომ საკუთარი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ევაკუაცია დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, „ნებისმიერ შემთხვევაში მოერიდონ დაძაბულობის ცენტრებს“.
The Times Of Israel-ი წერს, რომ უწყებამ გაფრთხილა მოქალაქეები უკრაინაში მოგზაურობის შესახებ და გამოაცხადა საელჩოს თანამშრომლებისა და იქ განლაგებული ისრაელელი დიპლომატების ოჯახების ევაკუაცია რუსეთის შემოჭრის შიშის გამო.
არსებული ინფორმაციით, საელჩოში 10-ზე ნაკლები თანამშრომელი დარჩება იმ შემთხვევისთვის, თუ მოქალაქეებს ადგილზე დასჭირდებათ წარმომადგენლობის დახმარება.
ისრაელის საგარეო უწყება, უკრაინაში მყოფ ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდებ, რომ დარეგისტრირდნენ სამინისტროში ონლაინ რეჟიმში.
უკრაინაში მყოფ თანამოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც.
[sexy_author_bio]