ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები: თამარ მდინარაძე და ციცი ბუცხრიკიძე ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გამართულ „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ყოველწლიური კონკურსის „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევარი“ , გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე დაჯილდოვდნენ.
თეატრალური სეზონის საუკეთესო ქალის როლისთვის: თამარ მდინარაძე, ბაუკის როლის შესრულებისთვის, სპექტაკლში ,,3+3″ (ავტ. მანანა დოიაშვილი, რეჟ. იოანე (ვანო) ხუციშვილი.
ხოლო თეატრალური სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალისთვის (არაუმეტეს 30 წლის): ციცი ბუცხრიკიძე, ჩეტის როლის შესრულებისთვის სპექტაკლში ,,3+3″ (ავტ. მ.დოიაშვილი, რეჟ. იოანე (ვანო) ხუციშვილი.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო. კონკურსი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ორგანიზებით ჩატარდა. თეა წულუკიანმა თეატრის სფეროში მოღვაწე ხელოვანებს პროფესიული დღე მიულოცა და მორიგი შემოქმედებითი წარმატებების მიღწევა უსურვა.
წყარო: ოზურგეთის დრამატული თეატრის პრესსამსახური