დღეს სამტრედიაში სტარტი აიღო ტურნირმა მინი ფეხბურთში, რომელიც თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე გაიმართა.
თედო კაკულიას სახელობის მინი სტადიონზე გამართული ტურნირი მიეძღვნა ტრაგიკულად დაღუპული სპორტსმენის, წარმატებული ფეხბურთელის, თედო კაკულიას ხსოვნას.
ტურნირი ტრადიციულია და იგი სამტრედიის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად ტარდება. ორგანიზატორია სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლა და ,,საზოგადოება სამტრედიელი”.
გამარჯვებულ გუნდს, ტრადიციულად, გარდამავალი თასით, მედლებით და სიგელებით თედო კაკულიას ოჯახი აჯილდოვებს.
წლევანდელ ტურნირში, 12 წუთიანი თამაშებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლა იღებს მონაწილეობას.
ინფორმაციისთვის, თედო კაკულიამ სპორტული კარიერა სამტრედიაში დაიწყო. პერსპექტიული ფეხბურთელი 12 წლის ასაკიდან თბილისის ,,დინამოში” თამაშობდა. შემდეგ- უმაღლეს ლიგაში მყოფ რუსთავის ,,მეტალურგში”, ხოლო მომდევნო წლებში ფოთის ,, კოლხეთში” ასპარეზობდა; იყო გორის ,,დილის” ნახევარმცველი. წარმატებული ფეხბურთელის კარიერა ,,ბორჯომში” დასრულდა. ტრაგიკულმა შემთხვევამ თედო კაკულიას სიცოცხლე იმსხვერპლა. ფინალური თამაშები მომდევნო კვირაში გაიმართება და გამოავლენს პრიზიორებს.
ავტორი