“თელასის” სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია სს “თელასის” ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
“2 აგვისტოს სს “თელასის” სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა, შეფერხდა კომპანიის სხვადასხვა პროგრამული მოდულებისა და სერვისების მუშაობა.
ამჟამად ვერ სრულდება მომხმარებლისთვის ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნა ავარიულ გათიშვებსა და მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, ასევე შესაბამის ორგანიზაციებთან წინასწარი ინფორმაციის გაგზავნა თბილისის ელექტროქსელში დაგეგმილი სამუშაოების შეთანხმების შესახებ.
კომპანიის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები მუშაობენ აღნიშნული პრობლემის უმოკლეს დროში მოსაგვარებლად.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
დედაქალაქის ელექტრომომარაგება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს”,_ აცხადებს “თელასი”.





























































