ჩოხატაურში განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის სხდომაზე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სკვერის ნაწილის გაყიდვა და იქ რამის აშენება დაუშვებელია.
“სკვერში, ბაღში და ა.შ. შეიძლება აშენებული იქნას მხოლოდ საერთო სარგებლობის, საზოგადოებრივი და სახელმწიფო მნიშვნელობის შენობა. თემა ამით არის დახურული. ვერავინ იმ ადგილს ვერ გაყიდის. ცოტა გვიან გავიგეთ ჩვენ. დაუშვებელია რომ სკვერის ნაწილი გაიყიდოს. გავერკვიე გუშინ დეტალებში. ჩვენს მუნიციპალიტეტებს, საკრებულოებს, დღეიდან ყველას ვთხოვ კარგად დაიმახსოვრონ, ვინც არ უნდა იყოს და თქვენ როგორ გააპროტესტოთ ის ისწავლეთ, და როგორ უნდა მოიქცეს ყველა. სკვერის გაყიდვა იმისთვის რომ იქ რამე აშენდეს არის შეუძლებელი და ვერ გაიყიდება. ეს იქნება მაგალითი, რომ სკვერს ვერ მოაჭრი რაღაც ნაწილს და ვერ გაყიდი რომ იქ რაღაც აშენდეს”,_ განაცხადა მდინარაძემ.