ბრიტანელ დეპუტატს, ნეილ პერიშს თემთა პალატის დებატის დარბაზში პორნოგრაფიის ყურების გამო, ბორის ჯონსონის კონსერვატიულმა პარტიამ თანამდებობა შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
პარტიის სპიკერის თქმით, ის პარლამენტის წევრი 2010 წლიდანაა და უფლებამოსილება პარტიიდან სტანდარტების კომისარის გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა.
პარიშმა თქვა, რომ ითანამშრომლებს გამოძიებასთან და მან უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, როდესაც საქმის დეტალების შესახებ ჰკითხეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ნეილ პერიშმა ჟურნალისტების კითვაზე ესმოდა თუ არა საქმით გამოწვეული ხალხის, მათ შორის ქალი კოლეგების აღშფოთება. განაცხადა: “რა თქმა უნდა, მე მესმის, რატომ არიან ისინი შეშფოთებულნი და მხოლოდ ბოდიში შემიძლია მოვუხადო ამ სიტუაციისთვის”.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პორნოგრაფიის ყურება მიუღებელია ნებისმიერ სამუშაო ადგილზე.