თემურ წიკლაურის საფლავზე მისი ქანდაკება დააზიანეს, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელი ნინა მარჯი წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს.
“როგორც ჩანს ბრინჯაო ეგონათ და მის (ქანდაკების) ხელებში არსებული დედამიწის ბურთულა მოუგლეჯიათ!
მერე ნახეს, რომ ბრინჯაო არ იყო და იქვე გადააგდეს… ასევე დაგლეჯილი იყო ყვავილების გვირგვინი…
გაიგეთ, არაა ეს ფერადი ლითონი, არის თაბაშირით გაკეთებული და ხელი აღარ ახლოთ, ვანდალებო!!!!! რა ხალხი ხართ, სად იზრდებით, რა აზროვნება და გონება გაქვთ ასეთი სამარცხვინო? ან კი გაქვთ საერთოდ?“- წერს ფოტოების ავტორი.