https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

თენგიზ სულაქველიძე: „რამ გამოიწვია „დინამოს“ კრიზისი?“

8:46; 26.03.2023
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ სპორტულ-საფეხბურთო მოგონებებში ცნობილ ქართველ ფეხბურთელ თენგიზ სულაქველიძეს წარმოგიდგენთ. ბატონ თენგიზს სტაჟიანი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ ესაჭიროება.

თენგიზ სულაქველიძე ერთ-ერთი ის ქართველი ფეხბურთელია რომელსაც თავის დროზე ლეგენდარულ „მარაკანაზე“ და „უემბლიზე“ თამაშის პატივი ერგო. საფეხბურთო მოედანზე ბურთი ისეთ ვარსკვლავებთან გაუგორებია როგორებიც დიეგო მარადონა, სოკრატესი, ზიკო ან კიგანი იყვნენ.

1981 წელს თბილისის „დინამომ“ ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო. რასაკვირველია იმ წარმატებაში დიდი წვლილი თენგიზ სულაქველიძემაც შეიტანა.

„ფეხბურთამდე ნიჩბოსნობა იყო. ქუთაისში, ჩემს უბანში, ჭომაში ნიჩბოსანთა სექცია იყო გახსნილი და 4 წელი იქ ვვარჯიშობდი. ფეხბურთზე მე-7 კლასში შევედი.

როცა ვფიქრობ, ვისთან ვვარჯიშობდი, ვხვდები, რომ მწვრთნელებში ძალიან გამიმართლა. ფეხბურთის თამაში ქუთაისში მიხეილ ლოსაბერიძესთან დავიწყე. მერე კარლო ხურციძე იყო, 1974 წელს კი გიგა ნორაკიძემ ქუთაისის „ტორპედოში” მიმიწვია. დიდებული ადამიანები იყვნენ, ღმერთმა გაანათლოს მათი სული! მათგან კარგად თამაშის გარდა ადამიანობაც ვისწავლე – თავმდაბალი, ჯიგარი ხალხი იყო! მერე, თბილისში ნოდარ ახალკაცის ხელში ვთამაშობდი. ნოდარზე ახალი აბა რა უნდა ვთქვა? თავის საქმის პროფესორი გახლდათ! ამიტომაც ვამბობ, მწვრთნელებში გამიმართლა-მეთქი!

ის „ტორპედო”, სადაც კარიერას ვიწყებდი, ძალიან კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდი იყო. ფეხბურთელებიც ერთი-მეორეზე უკეთესები გვყავდა: ხერხაძე, ოქროპირიძე, ჩახუნაშვილი, აბზიანიძე… ერთი პერიოდი ჩვენთან მურთაზ ხურცილავაც თამაშობდა და ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბედნიერი ვიყავი მის მხარდამხარ რომ გავდიოდი მინდორზე! მერე ჩვენი თაობა წამოვიდა: ოთარ გაბელია, რამაზ შენგელია, ზაურ სვანაძე, თამაზ კოსტავა, რეზო ბურკაძე, გოგი გაბიჩვაძე… დასამალი რაა, მიუხედავად იმისა, რომ „ტორპედო” ძალიან მიყვარდა, გულის სიღრმეში მაინც თბილისისკენ მომიწევდა გული – „დინამო” ჩვენთვის საოცნებო იყო!

თბილისის „დინამოში” 1978 წლის მეორე ნახევარში მივედი. ვხვდებოდი, რომ ძალიან მძაფრი კონკურენცია მელოდა, მაგრამ საკუთარი თავის იმედი მქონდა. უფრო კი ის მოსალოდნელი ტრაგედია მაშინებდა, რაც ჩემთვის „დინამოში” ვერმოხვედრა იქნებოდა.

ქუთაისში წლების მანძილზე მცველად ვთამაშობდი, დიღმის ბაზაზე რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ კი ახალკაცმა დამიბარა და მითხრა, მალე ნახევარმცველად გათამაშებ, გამოგცდიო. თან დასძინა: შენი მონაცემების პატრონს, არ გაგიჭირდებაო. ასე ვიქეცი საყრდენ ნახევარმცველად, თუმცა დროდადრო დაცვაშიც ვთამაშობდი. ახალკაცმა სპეციალური პროგრამაც შეიმუშავა, ტექნიკური წუნი რომ გამომესწორებინა. ის დიდებული ადამიანი იყო, სანამ ცოცხალი ვარ, მის ამაგს არასდროს დავივიწყებ!

თბილისის „დინამოში” დებიუტი დაუვიწყარია: 1978 წლის 10 აგვისტო იყო, როცა ბაქოში, მეორე ტაიმში შემიშვა ნოდარ ახალკაცმა. ის თამაში ფრედ 3:3 დასრულდა. მას მერე ძირითადის წევრი ვიყავი… უკანასკნელი თამაშიც მახსოვს, ისიც ფრედ დავასრულეთ – 1988 წელს თბილისში კიევის „დინამოსთან” 1:1.

პერსონალურად თამაში ახალკაცმა დამაწყებინა. ამპლუის შეცვლის შემდეგ ერთი-ორჯერ მათამაშა კონკრეტულ მოწინააღმდეგესთან და 1979 წლიდან დაწყებული, ხშირად მამაგრებდა რომელიმე მეტოქეს. ამის ფუფუნება იმდროინდელ „დინამოში” ნამდვილად იყო: დაცვაში ჩივაძის გარდა შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავდა: შოთა ხინჩაგაშვილი, თამაზ კოსტავა, ნოდარ ხიზანიშვილი… ახალკაცს ხშირად უთქვამს, დაცვას დაეხმარები და როგორც კი შანსი გექნება, შეუტიეო. მეც ჯანი მაძლევდა იმის საშუალებას, რომ წინ და უკან მერბინა.

ჩემს დროს საუკეთესო „პერსონალები” იტალიელი კლაუდიო ჯენტილე და გერმანელი ჰანს-პეტერ ბრიგელი იყვნენ. პირადად მე ჯენტილე უფრო მომწონდა – გასაქანს არ აძლევდა მოწინააღმდეგეს, ფაქტიურად, მასთან ერთად ფეხბურთელი უშანსოდ იყო. და არც ისე უხეში იყო, როგორც ამბობდნენ – ჯალათი და ძვლისმკვნეტელი ნაღდად არ ყოფილა. რაც შეეხება ბრიგელს, ცხადია ისიც დიდებული იყო: მაგალითად, შეტევაში ჯენტილეზე უკეთ ერთვებოდა.

1979 წელს, საკავშირო თასის ფინალში საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. იქამდე პენალტი ოფიციალურ მატჩში არასდროს დამირტყამს, მაგრამ გუნდი გამოუვალ სიტუაციაში იყო და მივხვდი, რომ ვალი უნდა მომეხადა. ვნერვიულობდი? აბა რა, თან, ჩვენმა „პენალტისტებმა” – დათო ყიფიანმა და ვოვა გუცაევმა ვერ გაიტანეს… მივედი ნიშნულთან და ვერაფერზე ვფიქრობ დარტყმის გარდა… ერთ კუთხეს მივაშტერდი, ერთი სული მაქვს მსაჯმა ჩასტვინოს… გამოვიქეცი და მეკარე გონტარი საპირისპირო კუთხეში გადამხტარი რომ დავინახე, შვებით ამოვისუნთქე… თასის მოგება დიდებული იყო!

კარიერის მანძილზე ერთადერთხელ გამაძევეს. ერევანში „არარატს” ვხვდებოდით და მსაჯმა სტუპარმა უწყინარ სიტუაციაში დამაჯარიმა – ყვითელი ბარათი მიჩვენა. გავბრაზდი და ტაში დავუკარი. ეგრევე წითელი ამიფრიალა! საბედნიეროდ, ის თამაში 4:1 მოვიგეთ! მატჩის შემდეგ ახალკაცს გავეხუმრე, თურმე ხელს გიშლიდით-მეთქი…

„დინამოში” საუკეთესო მატჩი 1981 წლის აპრილში, თასების თასის ნახევარფინალში, როტერდამის „ფეიენოორდის” წინააღმდეგ ჩავატარე. ჩვენ 3:0 გავიმარჯვეთ, მე კი იმ მატჩში ორი გოლი გავიტანე! ასეთ შთამბეჭდავ მოგებას ჩვენგან ბევრი არ ელოდა, მაგრამ საბედნიეროდ, შევძელით და უმაღლესი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ.

რამ გამოიწვია „დინამოს” კრიზისი? ამის შესახებ სხვადასხვა აზრი მოვისმინე: ზოგი ამბობს ფეხბურთელების ბრალიაო, სხვა ახალკაცისკენ იშვერს ხელს… ყველაფრის მარტო მწვრთნელებზე გადაბრალება არასწორი მგონია – კი, შეიძლებოდა ფარსადანოვიჩს ძირითადი შემადგენლობა ასე უცბად არ გაეშვა, მაგრამ ისიც ხომ ნათელი იყო, რომ ნიჭიერი თაობა არ მოდიოდა? კი, იყვნენ კარგი ბიჭები: გრიშა ცაავა, ვაჟა ჟვანია, ნუკრი კაკილაშვილი, მაგრამ როგორც ასეთი გუნდი ვერ ჩამოყალიბდა… თანაც, დათო ყიფიანი წავიდა, ამას ვიტალის ტრაგედიაც თან დაერთო და…

1986 თუ 1987 წელი იყო, ზუსტად არ მახსოვს. მორიგ ტურში დიდი ანგარიშით წავაგეთ, მგონი როსტოვში. თბილისში დაბრუნებულებს, ბაზაზე ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი გვესტუმრა – მაშინ წესი იყო… შუა შეხვედრის დროს ბაზაზე პატარა მიშა მესხი შემოვიდა უცხოური მანქანით. პატიაშვილს გაუკვირდა და ჰკითხა, რატომ გყავს ეს მანქანაო? მიშა ენამოსწრებული კაცი იყო, აცხონოს ღმერთმა, არც დაფიქრებულა უპასუხა: „რა, ზაპოროჟეცი რო მყავდეს, ვითომ უკეთესად ვითამაშებდიო”?!..

არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ რამაზ შენგელია უდიდესი მოვლენა იყო ქართულ ფეხბურთში – შესაშური ნიჭით დაჯილდოებული თავდამსხმელი, რომელიც მსოფლიოს ყველა გუნდს დაამშვენებდა! ის ბრწყინვალე ფორვარდი იყო, შეუდარებელი თანაგუნდელი, მაგრამ ჩემთვის რამაზი პირველ რიგში დიდებული ადამიანი იყო, გულიანი, ალალი კაცი, რომელთან ურთიერთობას არაფერი სჯობდა!

ჩვენ ერთად დავიწყეთ ფეხბურთის თამაში. ქუთაისში მაშინ ძალიან კარგი თაობა წამოვიდა, მართლა ძალიან ნიჭიერი ბიჭები ვიყავით, შედეგებიც კარგი გვქონდა და ამიტომაც გვაკვირდებოდნენ „დინამოდან”. მე და რამაზი „ტორპედოს” პირველ გუნდამდე ერთად მივედით – ჩვენ შემადგენლობას „პრიმასტერებს” ეძახდნენ.

ცხონებული ნოდარ ახალკაცი დიდხანს გვაკვირდებოდა. სანამ შენგელიას და კოსტავას მიიწვევდა, სამჯერ თუ ოთხჯერ ჩამოვიდა ქუთაისში. მე ცოტა გვიან მივედი „დინამოში” და როცა თბილისში ჩემი დარჩენა გადაწყდა, დიღმის ბაზაზე რამაზის ოთახში გამიშვეს. მას შემდეგ კარიერის დამთავრებამდე მე და რამაზი სულ ერთად ვიყავით „დინამოშიც” და ნაკრებშიც. შვედეთშიც ერთად წავედით… თან, ხომ იცით მაშინ როგორი რეჟიმი გვქონდა: მოსამზადებელი ეტაპი, საწვრთნელი შეკრება, თამაში, მერე ყველაფერი თავიდან… ფაქტიურად, ბაზაზე უფრო მეტ დროს ვატარებდით ვიდრე ოჯახში. მოკლედ, ძმებივით ვიყავით!

მე თუ მკითხავთ, რამაზის კოზირი ბრწყინვალე ფიზიკური მომზადება იყო, აი, ჯანიანიაო, რომ იტყვიან, ზუსტად ეგ – გამორიცხული იყო დაღლილიყო ან თამაში ვერ დაესრულებინა. მახსოვს, ვარჯიშებზე ყველაზე ძალიან არ მიყვარდა, როცა ახალკაცი მის „აყვანას”, ასე ვთქვათ „დაჭერას” მავალებდა. არ ჩერდებოდა, მოძრაობდა და ამით „კლავდა” მეურვეს. მეც არ მაყენებდა კარგ დღეს, მაგრამ საბედნიეროდ, ეს მხოლოდ ვარჯიშებზე ხდებოდა.

საგოლე ალღო? რა თქმა უნდა, ესეც მისი პლუსი იყო – წამის მეასედი ყოფნიდა, გამოხტებოდა და ბრახ – გოლია! სხვადასხვა სტილის ფორვარდების წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე რთული სწორედ რამაზისნაირი თავდამსხმელების შეჩერებაა – მუდმივად ყურადღებით უნდა იყო, თუ მოდუნდი, დაგასწრებს და მერე შალე ხელები და იყავი, რა აზრი აქვს? ისე, ბევრ მწვრთნელს მაგალითად მოუყვანია შენგელიას საგოლე ალღო, მაგრამ იმასაც დასძენდნენ, ეს არ ისწავლება, გოლს შენგელიასავით უნდა გრძნობდეო.

არასდროს მომბეზრდება იმის თქმა, თუ რა ალალი და თავმდაბალი კაცი იყო რამაზი. ის ორჯერ აღიარეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად! იცით ეს რამხელა მიღწევაა? ასე იოლად არ მოდიოდა მსგავსი პრიზები, რამაზის შემხედვარე კი ვერც იფიქრებდი, რომ ქვეყნის ორგზის საუკეთესო მოთამაშეს ელაპარაკებოდი! ზედმეტს არავის არაფერს ეტყოდა, ჩუმი იყო, ხუმრობა უყვარდა, თუმცა ზომიერების ფარგლებში… გამორიცხული იყო რამე ისეთი ექნა, ვინმეს ყურადღება მიეპყრო, ვთქვათ არიქა, მე ვარ, შენგელია, „დინამოს” ბომბარდირი – ეს მას არ ახასიათებდა!

ვინმემ საქართველოს ყველა დროის ნაკრები რომ შეადგინოს, ჩემი აზრით რამაზ შენგელია უპრობლემოდ მოხვდება ძირითად შემადგენლობაში. ის ხომ გოლისთვის იყო დაბადებული?! პირადად მე რამაზი ჩვენი სამშობლოს საუკეთესო ფორვარდად მიმაჩნია!

შვედეთში გატარებული პერიოდი ძალიან კარგად მაგონდება. იქ, ფაქტიურად, კარგად დავისვენეთ! აი, „დინამოში” ათი წელი ვითამაშეთ, ძალიან მძიმე რეჟიმს გავუძელით, შვედეთში კი, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ვერთობოდით, ყველაფრისგან მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებდით. აქ თუ დღეში ორჯერ, ხანდახან სამჯერ ვვარჯიშობდით, იქ კვირაში სამი თუ ოთხი წვრთნა გვქონდა, დანარჩენ დროს ან ტყეში ვსეირნობდით და ქალაქებს ვათვალიერებდით.

შვედეთში ახალი ჩასულები ვართ და კლუბის ხელმძღვანელმა მიგვიპატიჟა, შვილს დაბადების დღე აქვსო და… მოკლედ, ჩვენებურად ვიშიმშილეთ მთელი დღე იმის იმედით, რომ საღამოს კარგად მოვილხენდით. მივადექით ამ პატიოსან კაცს კოსტუმ-შარვლებში გამოწყობილები. ჯერ, შევედით თუ არა სახლში, ფეხსაცმელი გაგვახდევინეს და ვიჯექით ასე შარვალ-კოსტუმ-ჰალსტუხში… ჩუსტებით! მერე, რომ ველოდით რამე გემრიელს, ვთქვათ მწვადის მაგვარს ან ღვინოს, მოიტანეს ზუსტად იმდენი ნაჭერი ნამცხვარი, რამდენიც ვიყავით და ფინჯანი ყავა. ერთი სიტყვით, კინაღამ მოგვკლეს შიმშილით! წამოვედით თუ არა, სუპერმარკეტში გავიარეთ, დავიტვირთეთ საჭმლით და იმ საღამოს მაგრად მოვულხინეთ!

ჩემი და რამაზის ურთიერთობაზე ძალიან ბევრს ჰყვებიან – ჩვენ ხომ ძმებივით ვიყავით! ცხონებულს ძალიან უყვარდა ხუმრობა და ხშირად მაშაყირებდა, თუმცა ამას ისე აკეთებდა, რომ მეც ვხარხარებდი ხოლმე. საერთოდ, ვცდილობდი ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც რამაზი. ვბაძავდი რა! ამაზე გამახსენდა: „დინამომ” წეროვანში ფეხბურთელებს ნაკვეთები დაგვირიგა. დაიწყო რამაზიმ სახლის მშენებლობა და ზუსტად ისეთივე ავაშენე მე. მერე რაღაც შეცვალა და მეც შევცვალე. გავიდა კიდევ ცოტა ხანი და ეხლა აივანი მიაშენა. ავდექი და მეც მივაშენე. ჰოდა, რაღაც დროის მერე ცხონებულმა კიდევ რაღაცის მშენებლობა რომ დაიწყო, მივედი და ვუთხარი, იცოდე, რამეს თუ შეცვლი, ხელებს მოგაჭრი-მეთქი!

საერთოდ, რამაზისნაირ ადამიანებს მეტი მოფერება სჭირდებათ, დაფასება, ეს კი მას აშკარად აკლდა. ახლა იოლია ამაზე საუბარი, მაგრამ ალბათ, ხალხის უყურადღებობაც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ასე ადრე წავიდა ჩვენგან. მაშინ „დინამოდან” თუ მიდიოდი, ან შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა წასულიყავი, ან უსაქმოდ რჩებოდი. რამაზი ორგანოებში წამსვლელი არ იყო, ეს, მისი ხასიათიდან გამომდინარე, არ მოხდებოდა, უსაქმოდ ყოფნამ კი ბოლო ხანებში ძალიან გული ატკინა. ისე, უნდა ითქვას, რომ ერთადერთი, ვინც დინამოელებს დიდ ყურადღებას აქცევდა, შინაგან საქმეთა მინისტრი, „დინამოს” კურატორი შოთა გორგოძე იყო… წლების შემდეგ, როცა ვეტერანების თამაშებზე დავდიოდით ბიჭები, ალალად გული გვწყდებოდა, როცა ჩვენი უკრაინელი ან რუსი თანატოლების მდგომარეობას ჩვენსას ვადარებდით – მათ არც დაფასება აკლდათ და არც ფული, საქართველოში კი ამ მხრივ ყოველთვის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით.

სხვა რა ვთქვა? რამაზის წასვლით ძმა დავკარგე. ახლა მხოლოდ ის შემიძლია, რომ მის ოჯახს, შვილებს მოვეფერო და საფლავზე ჭიქა წავუქციო. დროდადრო ამას ვაკეთებ კიდეც.

1980 წელს ოლიმპიური თამაშები მოსკოვში გაიმართა. ჩვენგან, ფეხბურთელებისგან ყველა გამარჯვებას ელოდა და არ მოგატყუებთ, ჩვენც გვჯეროდა, რომ ჩემპიონები გავხდებოდით. მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ზედმეტმა თვითრწმენამ დაგვღუპა – მესამე ადგილზე გავედით. კომკავშირული თუ პარტიული „ხაზით” საყვედურს არ გვაკლებდნენ, მაგრამ ამას კიდევ არაუშავდა – დაპატიმრებითაც გვემუქრებოდნენ, როგორთუ ოლიმპიადა ვერ მოიგეთო?!

1980 წელს პირველად ვითამაშე ლეგენდარულ „მარაკანაზე”. ეს ჩემთვის გაუხუნარი მოგონებაა! როგორია, მატჩამდე სამი საათით ადრე სტადიონი რომ ივსება?! გადაჭედილ არენებზე მანამდეც მითამაშია, ბოლოს და ბოლოს, ჩვენი „დინამო” სულ სავსე ტრიბუნების წინ არ თამაშობდა?! მაგრამ „მარაკანა” სხვა განზომილება იყო, თან მეტოქესაც ხომ აქვს მნიშვნელობა? ტელე სანტანას ბრაზილია ძალიან ლამაზი და ძლიერი გუნდი იყო! სოკრატესი, ზიკო, ედერი, ჟუნიორი, ფალკაო… რომელი ერთი ჩამოვთვალო? მოთელვაზე რომ გავედით მინდორზე, 130 ათასი კაცი გუგუნებდა! მე და საშა ჩივაძე მონუსხულები ვუყურებდით ტრიბუნებს, პირველ ტაიმში კი მთელი ნაკრები წესიერ პასს ვერ ვაკეთებდით… თავიდან ბრაზილიამ გაიტანა და ვიფიქრე, „გადაგვივლიან”-მეთქი, მაგრამ ნელ-ნელა გონს მოვეგეთ, მერე, ზიკომ რომ პენალტი ვერ გაიტანა, ცოტა გავთამამდით და საბოლოოდ 2:1 გავიმარჯვეთ! დიდებული საღამო იყო!

„მარაკანა” თუ „უემბლი”? ალბათ ბედნიერი ვარ ამ ორ სტადიონზე რომ ვითამაშე. ჩემთვის „მარაკანა” უფრო შთამბეჭდავი იყო. როგორ გითხრათ, ტევადობას რომ თავი დავანებოთ, საფეხბურთო აურა ბრაზილიაში უფრო იგრძნობოდა – ფეხბურთი ბრაზილიაში ნამდვილი რელიგიაა, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ინგლისელებს ნაკლებად უყვართ თამაში. „უემბლი” მხოლოდ ერთი რამით სჯობდა „მარაკანას” – ეს მინდვრის საფარია.

1982 წელს პირველად და უკანასკნელად ვითამაშე მსოფლიო ჩემპიონატზე. ძალიან ბედნიერი ვიყავი ნაკრების საბოლოო შემადგენლობაში რომ მოვხვდი, დღეებს ვითვლიდი ტურნირის დაწყებამდე! მიმაჩნდა და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ საბჭოთა კავშირის ის ნაკრები მართლა კარგი გუნდი იყო და მწვრთნელებს ვოვა გუცაევი და დათო ყიფიანიც რომ წაეყვანათ ესპანეთში, საერთოდ ზღაპრული შემადგენლობა გვეყოლებოდა! თუმცა რაც იყო იყო, ერთი იმაზე მწყდება გული, რომ მეტი ვერ შევძელით. არადა, შანსი ნაღდად გვქონდა.

იმ ჩემპიონატისთვის ძალიან დიდხანს ვემზადებოდით, რაც, ჩემი აზრით, შეცდომა იყო. ორჯერ ვიყავით ესპანეთში შეკრებაზე: ზამთარში და მერე გაზაფხულზე. დღეში ორჯერ, ხანდახან სამჯერაც გვავარჯიშებდნენ, შუაში კი კომერციულ მატჩებს ვატარებდით ადგილობრივ კლუბებთან. არასწორად დაგეგმილმა შეკრებებმა უარყოფითი შედეგი გამოიღო – ბევრი მოთამაშე ჩემპიონატამდე „გადაიწვა”.

კარიერის განმავლობაში უამრავი ვარსკვლავის წინააღმდეგ გავსულვარ მინდორზე: ზიკო, ფალკაო, კიგანი… საბჭოთა კავშირში ძალიან მაგრები იყვნენ ბლოხინი, გავრილოვი, ოჰანესიანი, როდიონოვი, პროტასოვი… ნუ, მარადონაზე აღარაფერს ვამბობ – ის ფენომენი იყო!

დიეგოს ჩემი დახასიათება არ სჭირდება: ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რა დონის მოთამაშე იყო. ის ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო და ამაში ყოველ ჯერზე ვრწმუნდებოდი. მის წინააღმდეგ ორჯერ არგენტინაში ვითამაშე, ერთხელ კი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე. ულევი ჯანის პატრონი გახლდათ, წამით მოადუნებდი ყურადღებას და მორჩა, დამთავრებული იყო ყველაფერი – ან ვინმეს გაიყვანდა მეკარესთან პირისპირ, ანაც კარისკენ გაისროდა!

მიმაჩნია, რომ მარადონას თამაშიდან „გამოთიშვა” გამორიცხული იყო. მაქსიმუმი, რაც მეტოქეს შეეძლო, მათ შორის საკუთარ თავსაც ვგულისხმობ, მისთვის ხელის შეშლა იყო. მარდონას მეტს ვერაფერს დააკლებდი. თქვენ გინახავთ ვინმეს მიერ გაჩერებული მარადონა? მე – არა.

ელკიაერ-ლარსენი? ჰოოო, მის გამო 1986 წელს მექსიკაში, ჩემთვის მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვითამაშე, თუმცა ეს უფრო ნაკრების მწვრთნელის ედუარდ მალაფეევის ბრალი იყო, ვიდრე ლარსენის. დანიასთან წაგებული თამაშის შემდეგ მან ყველაფერი მე დამაბრალა, ასე განაცხადა, თითქოს ელკიაერთან პერსონალურად უნდა მეთამაშა, არადა დაცვის ოთხეულს ზონაში თამაში დაგვავალა. მოკლედ, დანიამ გადაგვიარა, წაგებაში კი მალაფეევი პირადად მე „მადანაშაულებდა”. მას პირში ვუთხარი, არასწორად ლაპარაკობ-მეთქი. ამის გამო „დამსაჯა” – გუნდს ჩამომაშორა! სხვათა შორის, სანაკრებო გარჩევაზე ოლეგ ბლოხინმა და რინატ დასაევმა მე დამიჭირეს მხარი…

ვალერი ლობანოვსკის ძალიან მადლიერი ვარ. მიმაჩნია, რომ ის მსოფლიო დონის მწვრთნელი იყო. დამსახურებას არავის უკარგავდა. თუნდაც ჩემი შემთხვევა გავიხსენოთ – ლამის ფეხბურთიდან ვაპირებდი წასვლას, მან კი დაინახა, რომ კარგად ვთამაშობდი, ძველებურად ბოლომდე ვიხარჯებოდი და 1988 წელს ევროპის ჩემპიონატზე წამიყვანა, სადაც ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ. ხომ გითხარით, მწვრთნელების მხრივ თითქმის ყოველთვის მიმართლებდა-მეთქი.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ საფეხბურთო აკადემიის გახსნაზე დავიწყე ფიქრი. თავიდან ამის საშუალება არ იყო – კი გახსოვთ 90-იანების დასაწყისში რაც ხდებოდა ჩვენთან. საბედნიეროდ, მერე შევძელი და მეგობრების დახმარებით ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. 2000 წლიდან ვავარჯიშებთ ბავშვებს. მიხარია, რომ ჩემი აკადემიის რამდენიმე აღზრდილმა საქართველოს სხვადასხვა ნაკრებში ითამაშა.

ოცნება? მინდა, რომ ჩემი აკადემიის თუნდაც ერთმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს. ესაა და ეს“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

თენგიზ სულაქველიძე
გაზიარება4Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

სამტრედიელი მერი არაბიძე ,,მაიას თასი 2025″-ის გამარჯვებულია

09:46; 18 დეკემბერი, 2025
სპორტი

განადგურებული მოედანი და გაბრაზებული ფანები – რა მოხდა სტადიონზე, სადაც მესი დაგეგმილზე ნაკლები დროით გამოჩნდა

11:40; 14 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა

10:18; 7 დეკემბერი, 2025
სპორტი

მერაბ ჟორდანია: „გურიას” ყველა ფინანსური დავალიანება დაიფარება“

21:09; 1 დეკემბერი, 2025
სპორტი

“ბორჯღალოსნების” ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა

13:00; 30 ნოემბერი, 2025

ნარდის მოტრფიალე

„პოლიტიკური დიალოგი“

ყველა სიახლე

საზოგადოება

ძალადობა, რომელიც ბავშვს აშინებს, აკნინებს ან ტკივილს აყენებს, არ არის „დისციპლინა“ _ ნონა მუხაშავრია

15:11; 21.12.2025
საზოგადოება

“და­ობ­ლდა ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია” _ ცნობილი ქართველი პოეტი გარდაიცვალა

14:53; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

14:50; 21.12.2025
საზოგადოება

რამდენი ათასი ლარი არის გამოყოფილი ოზურგეთში 180 ბენეფიციარისთვის ყოველდღიური კვებისთვის

14:45; 21.12.2025
ზაფრანი

21 დეკემბერი _ რატომაა ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

14:11; 21.12.2025
სამართალი

“სა­ნამ ცი­ხე­ში არ ამო­ვალ­პობ არ მო­ვის­ვე­ნებ… ან დასჯით ყველა დამნაშავეს, ან…” – გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა მიმართვას ავრცელებს

14:00; 21.12.2025
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

13:55; 21.12.2025
საზოგადოება

ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა

11:58; 21.12.2025
საზოგადოება

“დღეს ზამთრის მზებუდობაა! მზის ყველაზე მოკლე სამუშაო დღე…”

11:32; 21.12.2025
ფინანსები

2026 წლიდან ხელფასები და პენსია იზრდება _ ვინ რამდენს მიიღებს

10:21; 21.12.2025
საზოგადოება

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

10:04; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025
ზაფრანი

„დიდი შერკინება“

9:44; 21.12.2025
ზაფრანი

სანდრო ჟორჟოლიანის ცრემლები

9:43; 21.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ

21:31; 20.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო