სამედიცინო სფეროს სპეციალისტები პანდემიის დასრულების ერთადერთ გზას მასობრივ ვაქცინაციაში ხედავენ. ექიმები იმედოვნებენ, რომ თუკი ქვეყანაში ვაქცინაცია ისეთი მაღალი ტემპით გაგრძელდება, როგორიც ბოლო დღეებშია, უახლოეს პერიოდში მდგომარეობა შედარებით სტაბილური გახდება.
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს, რათა ქვეყანა ჩვეული ცხოვრების რეჟიმს უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს. ის ასევე მიმართავს აცრის მოწინააღმდეგეებს და განმარტავს, რომ თუკი ისინი პოზიციას არ შეიცვლიან, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი საქართველოში კვლავ შენარჩუნდება.