30 ოქტომბრიდან – 2 ნოემბრის ჩათვლით იტალიაში , რომში კიკბოქსინგში ( K 1) სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა.
მსოფლიო პირველობაზე წარმატებით იასპარეზა, ჩემპიონის ტიტულსა და კიდევ ერთ ოქროს ქამარს დაეუფლა ფრიდონ ჩხარტიშვილი ( ,,თეთრი პრინცი” ) ფრიდონმა 14 – 15 წლამდელთა შორის , 50 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა – ️მწვრთნელი – ნიკოლოზ ქაჯაია.
,,მიხარია, რომ ოზურგეთს კიდევ ერთხელ გავახარებ ჩემი ჩემპიონობითა და ოქროს ქამრით. ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდნენ, მაგრამ გამარჯვება და ევროპის ჩემპიონობა მაინც მოვიპოვე. მადლობა მწვრთნელს, ჩემთან ერთად თავდაუზოგავი შრომისთვის და ასევე დიდი მადლობა ფედერაციის პრეზიდენტს, ლაშა ჭურაძეს გვერდში დგომისთვის. ასევე მადლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაებელ დაწესებულებას მხარდაჭერისთვის, ” – ამბობს ფრიდონ ჩხარტიშვილი.
ინფორმაციას ფეისბუქზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.





































































